LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი: „როცა პატარა შვილები გყავს და მეუღლეც ახალგაზრდაა, ეს უფრო გინარჩუნებს ახალგაზრდობის შეგრძნებას…“

345
თამარ ივერი

თამარ ივერს დაბადების დღე 8 სექტემბერს აქვს. ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ცნობილი საოპერო მომღერალი აღნიშნავს, რომ საკუთარ თავს შთააგონა, ასაკი მხოლოდ ციფრებია:

„ტრაგიკულად არ უნდა იფიქრო მატებაზე. შენ იმხელა ხარ, რა ასაკისადაც გრძნობ თავს. ეს, რა თქმა უნდა, ცოტა სირაქლემას პოზიციაში ყოფნასაც ნიშნავს. წლებს თავისი მიაქვს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩემში დღემდე ცხოვრობს ბავშვი, პატარა გოგონა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია და გარეგნობაზეც აისახება. არაფერი ისე არ აბერებს ადამიანს, როგორც შინაგანი განცდა იმისა, რომ დაბერდა.

ისიც მოქმედებს, რომ მე გვიან გავთხოვდი და გვიან შემეძინა ბავშვები. ჩემი შვილები ჯერ 10 წლის არიან და ეს მაგრძნობინებს, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა და პატარა გოგო ვარ. ზოგი 37 წლის ასაკში ბებია ხდება და ეს ალბათ, სხვანაირად მოიქმედებს. როცა პატარა შვილები გყავს და მეუღლეც ახალგაზრდაა ეს უფრო გინარჩუნებს ახალგაზრდობის შეგრძნებას (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g