LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი: „ვულოცავ ჩვენს უნიჭიერეს, ამომავალ ვარსკვლავს, თათა რაზმაძეს კონკურსში სრულიად დამსახურებულ გამარჯვებას, 1-ელ ადგილს!“

118
თამარ ივერი

თამარ ივერი სოციალურ ქსელში სასიამოვნო ამბავს გვიზიარებს.

როგორც ივერი წერს, თათა რაზმაძემ თბილისის საერთაშორისო ვოკალისტთა კონკურსში, „ოპერა ქრაუნ“ გაიმარჯვა და პირველი ადგილი მოიპოვა.

„ვულოცავ ჩვენს უნიჭიერეს, ამომავალ ვარსკვლავს, თათა რაზმაძეს კონკურსში „ოპერა ქრაუნ“ სრულიად დამსახურებულ გამარჯვებას, 1-ელ ადგილს!!

ორი წლის წინ, ჯერ კიდევ სრულიად პატარა გოგომ, ჩვენს ბათუმის კონკურსზე, „ოპერის ოქროს ხმა“ მე-3 ადგილი აიღო. ეს იყო მისი პირველი გამონათება დიდ საოპერო სცენაზე. ახლა კი ასეთი ტრიუმფი!!

მიხარია, რომ ბათუმში ჩემი კონკურსი „ოპერის ოქროს ხმა“ ფეხბედნიერი ტრამპლინი აღმოჩნდა თათა რაზმაძის, ეკატერინე ბუაჩიძისა და ელმინა ჰასანისთვის!

ეს ბავშვები დღეს მსოფლიო კარიერას იკეთებენ, ქართულ ვოკალურ სკოლას წარმოადგენენ და ისინი ბათუმის კონკურსმა აღმოაჩინა! ვულოცავ თათას (და ჩვენი ყველას) ამაგდარ მაესტრო გოჩა ბეჟუაშვილს მოსწავლის წარმატებას,“ – წერს თამარ ივერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g