LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა

73

თბილისში, ჭილაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.

როგორც ipn.ge ავრცელებს, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადები იყვნენ მობილიზებულები და ამ დროისთვის მათ მუშაობა უკვე დასრულებული აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g