„ამ დასკვნის შედეგი იქნება მრავალნაირი. ერთ-ერთი შედეგი ისიც იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, ამას სხვა სიტყვა არ ჰქვია, საქართველოს ისტორიაში უკვე დოკუმენტურადაც ვეღარ შევა იმად, რადაც მათ უნდოდათ, რომ საკუთარი თავი მცდარად შეეყვანათ“, – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
პლენარულ სხდომაზე, კომისიის შუალედური ანგარიშის წარდგენისას შესაბამისი კითხვის საპასუხოდ წულუკიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი „ვეღარ შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ქართული სახელმწიფოსთვის ამაგის დამდები, თუ როგორც თავად ამბობს, ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი“:
მამუკა მდინარაძე: “კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა – მზად ვართ, თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი
მამუკა მდინარაძე ელის, რომ ოპოზიციურ პარტიებს „პატრონები და დამფინანსებლები დაავალებენ“ და „მოუწევთ მონაწილეობა მათთვის ბოლო არჩევნებში”.
„ამ დასკვნის შედეგი იქნება მრავალნაირი. ერთ-ერთი შედეგი ისიც იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, ამას სხვა სიტყვა არ ჰქვია, საქართველოს ისტორიაში უკვე დოკუმენტურადაც ვეღარ შევა იმად, რადაც მათ უნდოდათ, რომ საკუთარი თავი მცდარად შეეყვანათ. ის ვეღარ შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ქართული სახელმწიფოსთვის ამაგის დამდები, თუ როგორც თავად ამბობს, ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი, რაც თავისთავად, ტყუილი იყო. ყოველ შემთხვევაში, თუ იმ იმედს გაამართლებდა, რითაც ის ხალხმა თავიდან აღჭურვა, პოზიტიურად მაინც შეეძლო შესულიყო ქართულ ისტორიაში.
ის ვერ შევა საქართველოს ისტორიაში როგორც დადებითი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვერც მისი გუნდის წევრები და არა მხოლოდ. ჩვენი მიზანია, რომ ფაქტებზე დაყრდნობით და არა იმაზე, მე რა მგონია, ან თქვენ რა შეიძლება გეგონოთ, ან ჩვენს პოლიტიკურ გუნდს რა წარმოუდგენია. არამედ, ფაქტებზე დაყრდნობით ვაჩვენებთ, რომ ეს ჯგუფი, კრიმინალური ბანდა, აღმაშენებელი და აღმშენებელი კი არ იყო, არამედ ეს რეალურად იყო ახალი ქართველის შექმნის მსურველი ძალაა, რომელმაც არ დაინდო ჯარი, არ დაინდო პატიმარი, არ დაინდო ქალი, არ დაინდო ბავშვები.
ბავშვებით იყო ქართული ციხე გადატენილი. არავინ არ დაინდო, რეალურად. არ დაინდო საკუთარი სამშობლო, გაწირა, ტერიტორიები დაკარგა, კიდევ უფრო გაამყარა მტერი სახელმწიფოს, ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის ინტერესები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ა.შ. ეს ყველაფერი ისტორიულად დარჩება ჩვენი პარლამენტის არქივში“,- განაცხადა წულუკიანმა.
მიხეილ სააკაშვილი: „მე თქვენთვის საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც – საქართველოს თავისუფლების იდეას, სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ!“
მე თქვენთვის საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც. საქართველოს თავისუფლების იდეას, სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ! აბა თქვენ იცით! მე ვიბრძვი და ჩვენ ვიმარჯვებთ! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, კლინიკა „ვივამედიდან“, სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა, რითაც უკანონოდ საზღვრის კვეთის საქმეზე მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებით […]