LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტელევიზიით ვნახე ფოტო, სიმპათიური ბიჭია“ – ჯო ბაიდენი ფულტონის ციხეში გადაღებულ დონალდ ტრამპის ფოტოზე

144
Untitled design (2)

ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპატიმრებისას ფულტონის ციხეში გადაღებულ ფოტოს, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეხმაურება და აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი „სიმპათიური ბიჭია“.

„ტელევიზიით ვნახე ფოტო, სიმპათიური ბიჭია“, – ამბობს ბაიდენი.

დონალდ ტრამპი 200 000 დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

შეგახსენებთ, ტრამპს ათზე მეტი ბრალი აქვს წაყენებული ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე.

ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდება წელს უკვე მეოთხედ წაუყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები