LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს ავტოპილოტი ფორთოხლით მოატყუეს

29

იუტას შტატში, Tesla Model S-ის მფლობელმა ავტოპილოტის სისტემა ფორთოხლით მოატყუა. იმისათვის, რომ ავტომართვის სისტმა გაეაქტიურებინა, მფლობლმა ციტრუსი საჭეზე დააფიქსირა და ასე დაახლოებით 45 კილომეტრი გაიარა.

ავტომართვის სისტემა ანუ Autosteer- Tesla-ს ავტონომიური მართვის სისტემის ნაწილია. ის დაკავებული ზოლის შენარჩუნებისთვის, ავტომატური პარკირებისთვის და ასევე აქტიური კრუიზ კონტროლის მუშაობისთვის გამოიყენება.

ფუნქციის მუშაობისთვის აუცილებელია მძღოლს მუდმივად ეჭიროს საჭე ხელით, ამისათვის, საჭეზე ინტეგრირებულია სენსორები, რომლებიც წნევის მონიტორინგს აკონტროლებენ.

ამ შემთხვევაში, ფორთოხალმა იმის ილუზია შექმნა, რომ მძღოლს ხელი საჭეზე ჰქონდა, ამან კი ავტომობილის ნორმალური რეჟიმით მართვა განაპირობა.

2016 წელს Tesla-ს ავტოპილოტმა ადამიანის სიციცოცხლე შეიწირა. ავტომობილი, რომლის საჭესთანაც 40 წლის ჯოშუა ბრაუნი იჯდა, ავტონომიური მართვის რეჟიმით გადაადგილდებოდა. ავტომობილი სატვირთოს მისაბმელს შეუვარდა, როდესაც ის გზას ჭრიდა. ინციდენტის გამოძიება დღემდე არ დასრულებულა, მწარმოებელი ამბობს, რომ ის უდანაშაულოა. თუმცა, აღიარებს, რომ შესაძლოა ელექტროქარის სისტემებს ვერ დაენახათ ნათელი დღის პირობებში ღია ფერის სატვირთო და ექსტრემალური მუხრუჭის სისტემა არ გააქტიურებულიყო.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაუნი მართვის დროს DVD დამკვრელზე ფილმს უყურებდა, თუმცა ამ ფაქტის დადასტურება ავარიის თვითმხილველმა ვერ შეძლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები