LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს გაყიდვები ნორვეგიაში თითქმის 90 პროცენტით შემცირდა

115
ქირიას NEWS შაბლონი

იანვარში Tesla-ს ახალი ავტომობილების რეგისტრაციამ ევროპის რამდენიმე უმსხვილეს ბაზარზე გამოცოცხლების ნიშნები აჩვენა, თუმცა ნორვეგიაში მაჩვენებლები 88%-ით დაეცა, წერს Reuters.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, იანვარში ილონ მასკის კომპანიამ ესპანეთში 70%-ით მეტი ელექტრომობილი დაარეგისტრირა, შვედეთში – 26%-ით მეტი, დანიაში – 3%-ით მეტი და იტალიაში – 75%-ით მეტი, ვიდრე 2025 წლის იანვარში. რაოდენობრივად ეს 456, 512, 458 და 713 ავტომობილია.

რეგისტრაციების რაოდენობა, რომელიც გაყიდვების ინდიკატორად ითვლება, ნორვეგიაში – ევროპაში Tesla-ს მიმართ ერთ-ერთ ყველაზე ლოიალურ ქვეყანაში, 88%-ით შემცირდა და მხოლოდ 83 ავტომობილი შეადგინა. როგორც Carscoops აღნიშნავს, ნორვეგიაში სხვა ელექტრომობილები ახლა უკვე დამაჯერებლად უსწრებენ Model Y-ს გაყიდვებში.

იანვარში ლიდერი გახდა Volkswagen ID.3 – 299 რეგისტრაციით, რაც თითქმის ხუთჯერ მეტია Tesla-ს შედეგზე. Toyota bZ4X მეორე ადგილზე გავიდა 184 რეგისტრაციით და გაასწრო Toyota Urban Cruiser-ს (98 ერთეული) და Skoda Elroq-ს (78 ერთეული). შედარებით ნაკლებად ცნობილი Deepal S05-მაც კი მოახერხა Model Y-ს გადასწრება – 75 ახალი რეგისტრაციით, ხოლო Volkswagen ID.4-მ ოდნავ უკეთესი შედეგი აჩვენა Tesla-ზე – 69 რეგისტრაციით.

საფრანგეთში, პორტუგალიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში დარეგისტრირდა შესაბამისად 661 ავტომობილი (−42%), 377 (−3,1%), 693 (−31%) და 307 (−67%).

გასულ წელს Tesla-მ აშშ-სა და ევროპაში წარმოადგინა Model Y-ისა და Model 3-ის უფრო იაფი ვერსიები. ეს გაკეთდა ისეთი ბრენდებისთვის კონკურენციის გასაწევად, როგორიცაა ჩინური BYD.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Tesla 2026 წლის განმავლობაში უარს იტყვის „უფროს“ მოდელებზე – Model S-სა და Model Y-ზე, მათი წარმოება საბოლოოდ შეწყდება. კალიფორნიის ქალაქ ფრემონტში მდებარე ქარხანაში გამოთავისუფლებული საწარმოო სიმძლავრე გამოყენებული იქნება Optimus-ის ანდროიდი რობოტების ასაწყობად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები