ავსტრალიაში კომპანია Tesla-ს წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანეს და ბრენდს სამ რამეს ედავებიან – ავტოპილოტს, მუხრუჭებს და ავტონომიურობას. სარჩელი იურიდიულმა ფირმა JGA Saddler-მა წარადგინა, რომლის სპეციალისტებიც ამტკიცებენ, რომ გამოცხადებული მახასიათებლები რეალობას არ შეესაბამებიან, რაც ელექტროქარის ექსპლუატაციის პროცესში უსაფრთხოებას აუარესებს. იურისტები ყველა Model 3-ის და Model Y-ის მეპატრონეებს სარჩელში გაერთიანებას სთავაზობენ.
იურისტების პრეტენზიის პირველი მიზეზი „ელემენტიანი“ მანქანის სვლის მარაგი გახდა. ბევრი ავსტრალიელი ჩივის იმის გამო, რომ ავტომწარმოებლის მიერ დაანონსებული მანძილის 75%-ის გავლაც კი არ შეუძლია. ასევე, ავტომფლობელები ფიქრობენ, რომ ელ-ქარების ავტოპილოტის ფუნქციები უპილოტო სისტემის რეალურ შესაძლებლობებს ვერ შეესაბამება.
ბოლო პუნქტი გახდა მძღოლის ავტომატური ასისტენტები, რომლებიც პერიოდულად არ არსებულ წინაღობებს ხედავენ და ელექტრონული დამუხრუჭების სისტემას ააქტიურებენ.