LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებისთვის აღარ იბრძოლებს

49

კომპანია Tesla-მ კონკურსში “წლის საუკეთესო ჩრდილო–ამერიკული მსუბუქი ავტომობილი და ყველგანმავალი” (North American Car and Truck/Utility of the Year) გამარჯვებისთვის ბრძოლაზე უარი თქვა. The Detroit News წერს, რომ Model 3 კონკურსში აღარ მონაწილეობს.

გამოცემის ინფორმაციით, მწარმოებელმა უარი თქვა ავტომობილი ჟიურისთვის ტესტირებაზე გადაეცა. მიზეზად კი Model 3-ის წარმოების მოცულობის გაზრდაზე ორიენტირება დაასახელა, ასეთი დიდი მოთხოვნის გამო კომპანიას თავისუფალი ავტომობილი ჯერ არ ჰყავს. როგორც ჩანს, Tesla-ს არ სურს პირველი პარტიიდან ავტომობილის ტესტირებაზე გაშვება და გეგმავს ის ბოლომდე დახვეწოს.

Tesla-ს გამოთიშვის შემდეგ, ელექტროქარებში წარდგენილ პრეტენდენტბს შორის მხოლოდ Hyundai Ioniq მონაწილეობს, რომელიც სამი მოდიფიკაციით არის წარმოდგენილი: ჩვეულებრივი ჰიბრიდი, როზეტიდან დატენვადი ჰიბრიდი და სრულიად ელექტრონული ვერსია.

რაც შეეხება ახალი თაობის Nissan Leaf-ს, მისი დებიუტი საკმაოდ გვიან მოხდა და კონკურსში მონაწილეობას ვეღარ იღებს.

2017 წლის კონკურსის გამარჯვებული მსუბუქ ავტომობილებში ელექტროქარი Chevrolet Bolt გახდა, პიკაპებს შორის ლიდერობა Honda Ridgeline-მა მოიპოვა, ხოლო საუკეთესო უტილიტარულ ავტომობილად ჟიურიმ მინივენი Chrysler Pacifica დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები