LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 Tesla Semi-ის მასობრივი წარმოება 2026 წელს დაიწყება – ილონ მასკი

106
1428x1428 (1)

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ ელექტრო სატვირთო Tesla Semi-ის მასობრივი წარმოება 2026 წელს დაიწყება. აქამდე მოდელი მცირე პარტიებით იწარმოებოდა და რეალურ პირობებში ტესტირების ეტაპს გადიოდა.

Semi-ის წარმოება ნევადაში მდებარე ახალ ქარხანაში დაიწყება, რომლის წლიური წარმადობა 50 000 სატვირთოს შეადგენს.

მასკს არ დაუზუსტებია, რომელი ვერსია დადგება კონვეიერზე – ძველი თუ განახლებული ვერსია, რომელიც გასულ შემოდგომაზე წარადგინეს.

რა შეიცვალა განახლებულ Tesla Semi-ში?
განახლებული მოდელი ვიზუალურად განსხვავდება:

ოპტიკა შესრულებულია Model 3-ის სტილში
შეცვლილია მინების ხაზი
ტექნიკური მახასიათებლები:

სვლის მარაგი – 800 კმ-ზე მეტი
ენერგომოხმარება შემცირებულია 1,7 კილოვატ -საათით თითო მილზე, რაც დაახლოებით 15%-ით უკეთესი მაჩვენებელია ძველ ვერსიასთან შედარებით
ძრავის სიმძლავრე უცვლელია – 1087,7 ცხენის ძალა
გაუმჯობესებულია გაგრილების სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა, რაც სტაბილურობას ზრდის მაღალი დატვირთვის პირობებში
პიკური დამუხტვის მხარდაჭერა – 1,2 მეგავატი, რაც აღემატება ამჟამინდელი Megacharger-ის სიმძლავრეს (1 მეგავატი)


ტვირთამწეობა
Tesla Semi-ის ტვირთამწეობა შეადგენს 36 ტონას. გაიზარდა თუ არა ეს მაჩვენებელი განახლებულ ვერსიაში, ჯერჯერობით უცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ Semi შეზღუდული რაოდენობით იწარმოებოდა, ის უკვე გამოიყენება მსხვილი კომპანიების მიერ. მაგალითად:

PepsiCo-ს ავტოპარკში რამდენიმე ათეული Semi არის
სატვირთოებს იყენებს ასევე DHL
Tesla-ის მიზანია ელექტრო სატვირთო სეგმენტში სრულმასშტაბიანი გაფართოება და მასობრივი წარმოებით ბაზარზე პოზიციების გამყარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები