ტოკიო ჰოლივუდის ყველაზე ეპატაჟური წყვილის, კანიე უესტისა და მისი მეუღლე, ბიანკა სენსორის საყვარელ ადგილად იქცა. ისინი იაპონიის დედაქალაქს ხშირად სტუმრობენ.
ამჯერად ბიანკა და კანიე აეროპორტიდან გამოსვლის დროს გადაიღეს. მეუღლეები, რომლებიც ხელიხელჩაკიდებული მისეირნობდნენ, თეთრებში იყვნენ გამოწყობილი.
ბიანკას თეთრი ბოდე და გამჭვირვალე კომბინეზონი ეცვა, კანიე კი თეთრს სპორტულ შარვალსა და ჰუდში იყო გამოწყობილი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უესტს სურს მეუღლეზე ხელახლა იქორწინოს. ამჯერად კანიე და ბიანკა ჯვრის დაწერას გეგმავენ, ისინი საკურთხეველთან შიშველ მდგომარეობაში მივლენ.
„ისინი საკურთხეველთან სრულად შიშვლები მივლენ“ – კანიე უესტი და ბიანკა სენსორი ჯვრისწერას გეგმავენ



