LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ – „კანიე უესტმა ამ ფრაზით მარტინ ლუთერ კინგი საფლავში ამოატრიალა“

141
page

ეპატაჟური ჰიპ-ჰოპ არტისტი, კანიე უესტი პარიზის მოდის კვირეულზე, თავისი ბრენდის, Yeezy ჩვენებას დაესწრო. მან არც ამ დღეს გაუშვა შანსი ხელიდან, საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მოხვედრილიყო და კრიტიკის ობიექტიც გახდა. ის მაისურით გამოჩნდა, რომელსაც ზურგზე ეწერა: „თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“. მოგეხსენებათ, უკვე წლებია არსებობს შავკანიანთა მხარდასაჭერი სლოგანი ,,შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია”.

„კანიე უესტმა მარტინ ლუთერ კინგი საფლავში ამოატრიალა“, – ასე შეაფასეს გამომწერებმა კანიეს ავანტიურული ჩაცმულობა.

მოგვიანებით არტისტმა „ინსტაგრამ სთორი“ პოსტი გაავრცელა.

„ყველამ კარგად იცის, რომ კამპანია შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია იყო ფარსი, ეს უკვე წარსულია“, – წერს კანიე.

კანიე უესტმა „ინსტაგრამის“ პროფაილის ფოტოზე ექს-სიდედრის ფოტო დააყენა 

„სულ გაგიჟდა“- აი ასე აღნიშნა კანიე უესტმა კიმისა და პიტის განშორება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები