LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა მახალდიანი მეუღლის განსაკუთრებულ საჩუქარს იხსენებს: „გაოცებულმა ვკითხე, ეს ვისი მანქანა არის-მეთქი. რომ მითხრა, შენიო, გული გამისკდა სიხარულისგან…“

195
თიკა მახალდიანი

საკუთარ დაბადების დღესთან ყველას განსაკუთრებული ემოციები აკავშირებს. ვნახოთ, რამდენად უყვარს ეს დღე მომღერალ თიკა მახალდიანს და როგორ ატარებს ხოლმე მას. ამ თემაზე ის ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.

ზრდასრულ ასაკში მიღებულ რომელ საჩუქარს გამოარჩევდი?

რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეუღლემ ახალი ავტომობილი მაჩუქა, ძალიან მომეწონა და გამიხარდა (იცინის). სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ისეთი ბედნიერი ვიყავი. ვაპირებდი ყიდვას, მაგრამ არ ველოდი და ეზოში დიდი სიურპრიზი დამხვდა. თავიდან ვერ მივხვდი. საჭესთან თვითონ იჯდა და გაოცებულმა ვკითხე, ეს ვისი მანქანა არის-მეთქი. რომ მითხრა, შენიო, გული გამისკდა სიხარულისგან (იცინის). ისე ამ თემაზე ხუმრობს, მეუბნება, კარგ დღეს გაქვს დაბადების დღე, ერთ საჩუქარში გამოვდივარო (იცინის).

ემოციების გამოხატვა რამდენად შეგიძლია, თუნდაც საჩუქრის მიღებისას?

სხვათა შორის, მიჭირს ემოციების გამოხატვა. ხომ არიან ადამიანები, შეიძლება, რაღაც ძალიან არ გაუხარდეთ, მაგრამ ასმაგად გამოხატავენ. მე პირიქით ვარ. შინაგანად შეიძლება, გავგიჟდე სიხარულისგან, მაგრამ გარეგნულად არ მეტყობა. ზოგს ჰგონია, რომ არ მიხარია ან არ მომწონს, არადა, ამ დროს ძალიანაც მომწონს და მიხარია (იცინის). რა ვქნა, არ მეტყობა. ჩემი აზრით, ეს ცოტა მინუსია. დიდად წყენასაც ვერ შემატყობ. ინდიფერენტულიც არ ვარ, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ ვერ გამოვხატავ ემოციებს, მაგრამ ისე ვერა, როგორც შინაგანად ვგრძნობ. სხვათა შორის, ჩემთვის ეს ძალიან ცუდია. შიგნით გროვდება და ადრე თუ გვიან აუცილებლად იჩენს თავს. მოკლედ, მაწუხებს ეს ამბავი (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g