ძალიან დაძაბული კვირის შემდეგ, ბრუკლინ ბექჰემი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელტცი ბევერლი-ჰილსზე, ვახშამზე მიმავალნი გადაიღეს.
დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი შვილი საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა, როცა ხელჩაკიდებული მისეირნობდა 31 წლის მეუღლესთან ერთად იაპონურ რესტორან Matsuhisa-ში.
აღსანიშნავია, რომ როგორც კი ნიკოლამ პაპარაცები შენიშნა, სახეზე მაშინვე ღიმილი დაეტყო.
„თითოეული მოძრაობა დედამთილისთვის გზავნილია“, – ასე აფასებენ წყვილის ფოტოებს მედიაში.
როგორ გავუფუჭოთ დედამთილს მნიშვნელოვანი დღე – ნიკოლა პელტცი ფოტოებს ავრცელებს