LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითქოსდა, მიხეილ სააკაშვილმა უბრძანა, რომ იშიმშილონ, აბსურდია – სააკაშვილმა ყველაზე ბოლომ გაიგო: რომან გოცირიძე

182
რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მასობრივი საპროტესტო შიმშილობის დაწყებას ეხება, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ეხმიანება და განმარტავს, რომ ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილმა უბრძანა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შიმშილობის დაწყებისკენ – აბსურდია. მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე ბოლომ გაიგო მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

ნიკა მელიას განცხადებით, მასობრივ საპროტესტო შიმშილობას 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს

„ვინ მიიღებს ამ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას, სულ მალე გაიგებთ. თავადაც გაკვირვებული ვარ, აქ სულ რამდენიმე კარვის დადგმა იყო დაგეგმილი და მოვედი და მთელი კარვების ტყეა, იმდენად ბევრი მსურველი აღმოჩნდა ამ საპროტესტო აქციაზე შემოერთებისა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან კარვები გაშალეს

არაფერს არ თმობენ, არც ერთ სასიკეთო ნაბიჯს არ დგამენ, თუ არ არის ზეწოლა საგარეო, ზეწოლა საშინაო. მხოლოდ ეს ენა ესმით. უკვე იმ ზომამდე მივიდა პოლიტიკური დევნა ქვეყანაში, რა პროცესებიც მიდის ვხედავთ, სასამართლოში დაატარებენ პოლიტიკურ ლიდერებს და მედიის წარმომადგენლებს. სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. ამ მძაფრი საპროტესტო აქციის მიზანი არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, რასაც მხარს უჭერს პრეზიდენტიც, რომელმაც ძალიან კარგად გაიგო ის უმძიმესი ვითარება, რომელშიაც სახელმწიფო იმყოფება და ეს უნდა დამთავრდეს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებით. დღეს მისი სიცოცხლე არის საფრთხეში, დღეს არის საუბარი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე და ისეთი ფორმის გამოყენებაზე მისი გათავისუფლებისა, რომელიც უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ნორმალურ პოლიტიკურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმას.

ეს იყო პარტიის ლიდერების გადაწყვეტილება და თითქოსდა მიხეილ სააკაშვილმა უბრძანა, რომ იშიმშილოს, ეს არის აბსურდი. სააკაშვილმა გაიგო ეს ყველაზე ბოლომ, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა მასობრივ საპროტესტო შიმშილობას უერთდება

პასუხისმგებლობით და თავგანწირვით სავსე გადაწყვეტილებაა – მელიამ აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მზად არის საკუთარი თავი გადადოს: ელენე ხოშტარია

მნიშვნელოვანია თავგანწირვის აქტი – სამწუხაროდ, არ ვარ იმ ადამიანებს, შორის, ვინც იშიმშილებს: ხატია დეკანოიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g