LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოჯინასთან გადაღებული სკანდალური კადრების შემდეგ, დასასვენებლად წასული ბრიტნი სპირსი ფოტოებსა და ვიდეოებს ავრცელებს

468
Untitled design (42)

რამდენიმე დღის წინ, „პოპის პრინცესას“, ბრიტნის სპირსის ახალმა ფოტოებმა მსოფლიო მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მექსიკაში, დასასვენებლად მიმავალ არტისტს გვერდით პირადი მცველი მიჰყვებოდა, რომელსაც ხელში ვარდისფერ საბანში გახვეული თოჯინა ეჭირა.

„საბოლოოდ დადასტურდა…“ – ბრიტნი სპირსის შოკისმომგვრელი ფოტოები

ტაბლოიდების ვნებათაღელვისა და უამრავი კომენტარის ფონზე, არტისტმა „ინსტაგრამზე“ მექსიკიდან ფოტოებისა და ვიდეოების სერია გაავრცელა.

ცნობისთვის, ამავე თოჯინათი „პოპის პრინცესა“ 2021 წელსაც გამოჩნდა, როდესაც გამომწერებს უთხრა, რომ სახლში ბავშვი ჰყავდა. 42 წლის არტისტის გულშემატკივრები მისი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულები არიან.

„საბოლოოდ დადასტურდა…“ – ბრიტნი სპირსის შოკისმომგვრელი ფოტოები

„ასეთი შოკის მომგვრელი ვიდეოები მას ჯერ არასდროს გაუვრცელებია“ – ბრიტნი სპირსის ვიდეოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები