LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორონტოში რეისი მსუქანი ენოტის გამო გადაიდო

77

ტორონტოში რეისი მსუქანი ენოტის გამო გადაიდო. „CBC“-ის ინფორმაციით, ცხოველი Air Canada-ს ლაინერში გაიჭედა და ეკიპაჟმა ის გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე აღმოაჩინა. ენოტი როგორღაც კონდიციონერის მილში შეძვრა და როცა მილი თვითმრფინავის ჰაერს შეუერთეს ის სავენტილაციო სისტემაში აღმოჩნდა. პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში ეკიპაჟმა არ იცოდა თუ რა უნდა ექნა, ამიტომ აეროპორტში სრული ქაოსი დაიწყო. რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ კი ლაინერი დაშალეს და ცხოველი გადაარჩინეს. ენოტი მაშინვე გაიქცა, რეისი კი რამდენიმე საათის დაგვიანებით შესრულდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები