ეს არც ფანტასტიკაა და არც „ფორმალური“ კონცეპტი. Japan Mobility Show-ზე Toyota-მ წარმოადგინა ახალი თაობის რობოტი დამხმარეები, რომლებიც სპეციალურად შშმ პირებისა და შეზღუდული მობილობის მქონე ადამიანებისთვისაა შექმნილი.
რობოტები ყოველდღიურ ცხოვრებაში დახმარებას უწევენ მომხმარებლებს:
– გადაადგილებაში
– გარემოსთან ურთიერთობასა და ადაპტაციაში
– მეტი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის განცდაში

Toyota მობილობას ბევრად ფართო ცნებად აღიქვამს, ვიდრე მხოლოდ ავტომობილებია. აქ ტექნოლოგია ადამიანზეა მორგებული – ის უბრუნებს კომფორტს, თვითმყოფადობასა და თავდაჯერებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.