LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ Super Bowl-ისთვის RAV4-ის ემოციური რეკლამა წარადგინა

121
ქირიას NEWS შაბლონი (1)

კომპანია Toyota-მ ამერიკული ფეხბურთის ფინალისთვის – Super Bowl-ისთვის მომზადებული 30-წამიანი სარეკლამო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეო ბრენდის ერთ-ერთ მთავარ მოდელს, კროსოვერ RAV4-ს ეძღვნება, თუმცა მთავარი აქცენტი ადამიანებზე კეთდება.

რეკლამის სიუჟეტში ბაბუა შვილიშვილს RAV4-ში სვამს, ხოლო 30 წლის შემდეგ უკვე გაზრდილი შვილიშვილი თავად აცილებს ბაბუას იმავე ავტომობილით. ამ პერიოდში კადრში ნაჩვენები კროსოვერი იცვლის თაობას – პირველიდან მეექვსემდე. ვიდეორგოლის რეჟისორია როდრიგო საავედრა, ხოლო სლოგანი ასე ჟღერს:
„ადამიანები – მთავარი ორიენტირია.“

Super Bowl აშშ-ში სპორტული და სატელევიზიო ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. უზარმაზარი აუდიტორია კომპანიებს აიძულებს მილიონები დახარჯონ სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებულ რეკლამებსა და პრომო აქციებზე. თუმცა ბოლო წლებში ავტომწარმოებლების ინტერესი ამ ღონისძიების მიმართ თანდათან მცირდება.

გასულ წელს Toyota Motor-მა, Daihatsu-სა და Hino-ს ჩათვლით, მსოფლიოში 11.3 მილიონი ახალი ავტომობილი გაყიდა და უკვე მეექვსე წელია ზედიზედ ინარჩუნებს მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის სტატუსს. 2024 წელთან შედარებით გაყიდვები 4.6%-ით გაიზარდა, ხოლო იაპონიის ფარგლებს გარეთ დაფიქსირდა ისტორიული რეკორდი – 9.25 მილიონი გაყიდული ავტომობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები