Toyota-ს და Subaru-ს ყველაზე ერთგული კლიენტები ყავთ. ამერიკულმა სააგენტო Edmunds-მა საინტერესო კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ იაპონური ბრენდების მომხმარებლები ბევრად უფრო ლოიალური კლიენტები არიან. აღმოჩნდა, რომ Toyota-ს და Subaru-ს მფლობელები ავტომობილის გამოცვლის დროს უპირატესობას ისევ იგივე მწარმოებლის მოდელებს ანიჭებენ.
Edmunds-ის მონაცემების მიხედვით, ანალიტიკოსებმა 2007 წლიდან 2017 წლამდე ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის 13 900 000 საქმე შეისწავლეს. მათ დაადგინეს, რომ Toyota-სა და Subaru-ს მომხმარებლები ყველაზე ერთგულები არიან. ლიდერთა სამეულში მოხვდა ასევე Honda-ც. Ram-ისა და Chevrolet-ის პატრონთა 54% კვლავ იგივე მოდელებს ყიდულობენ. ხოლო, რაც შეეხება სიის ბოლოს – ყველაზე ნაკლები ერთგული კლიენტი Chrysler-ს, Smart-სა და Dodge-ს აღმოაჩნდა. Fiat და Mitsubishi კი რეიტინგის შუაში მოექცნენ.