LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-ს უპილოტო მანქანებმა იაპონიის ყველაზე დატვირთულ აეროპორტში დაიწყეს მუშაობა

138
1428x1428

Toyota-ს კონცერნმა და ავიაკომპანია All Nippon Airways-მა (ANA) ავტონომიური მართვის სისტემების ექსპერიმენტი პრაქტიკულ ეტაპამდე მიიყვანეს. ტოკიოში მდებარე ჰანედას აეროპორტში მუშაობა დაიწყო სამმა უპილოტო მანქანამ, რომელებსაც ბარგით დატვირთული ურიკების გადაზიდვა მიანდვეს. სიახლის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Carscoops ავრცელებს.

ტრაქტორის მსგავს ამწეს, მიუხედავად ავტონომიის მეოთხე დონისა, სრულფასოვანი მართვის ელემენტები და ორი დასაჯდომი ადგილი აქვს. უპილოტო მანქანა აღჭურვილია კამერებისა და სენსორების კომპლექტით, ასევე გადამცემით და სტანდარტულ პირობებში სრულიად დამოუკიდებლად გადაადგილდება. ამასთან, გათვალისწინებულია დისტანციური მართვის სისტემა ადამიანი ოპერატორის მიერ, რომელიც რთულ სიტუაციებში გამოიყენება.

უპილოტო ამწეები იმოძრავებენ ჩამოფრენის ტერმინალსა და საწყობებს შორის. თითოეულ მათგანს შეუძლია 13 ტონამდე წონის შემადგენლობის ბუქსირება და მაქსიმუმ 15 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. ადამიანის მართვის რეჟიმში ტექნიკური შესაძლებლობები იზრდება – ბუქსირების მასა 27 ტონამდე, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 25 კმ/სთ-მდე.

მომავალი წლის გაზაფხულის დასაწყისში ჰანედას აეროპორტში ავტონომიური ამწეების პარკი გაორმაგდება – ექსპლუატაციაში კიდევ სამი უპილოტო მანქანა შევა.

დეკემბრის დასაწყისში ტვირთების გადასაზიდი ავტონომიური მანქანა წარადგინა ასევე კომპანია Hyundai-მ. მათი კონცეფციით, ასეთი უპილოტო არის თვითმავალი პლატფორმა MobED, რომლის ტვირთამწეობა 57 კილოგრამია და რომელსაც სხვადასხვა საგზაო დაბრკოლების დამოუკიდებლად გადალახვა შეუძლია. ამ ტიპის კონცეპტების მასობრივი წარმოება 2026 წლის პირველ ნახევარში დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g