LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდების სათავეშია

50
8bfe2d6ecfac0cf40efeb9e6a3d5abdc38077334

Toyota-მ რეიტინგში Brand Finance-ის ანუ მსოფლიოს 500 ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სიაში –  ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. Toyota სიაში მე-12 ადგილს იკავებს და ავტომწარმოებელთა შორის ყველაზე ძვირადღირებულია. ბრენდის ღირებულება 64,3 მილიარდი დოლარია. ისევე როგორც 2021 წელს, მეორე ადგილზე Mercedes-Benz (60,8 მილიარდი დოლარით) გავიდა, ზოგად სიაში მას მე-15 პოზიცია აქვს აღებული. ავტომწარმოებელთა რეიტინგში მესამე წელს „ტესლაა“, ბრენდი 14 პოზიციით დაწინაურდა და მისი ღირებულება 46 მილიარდია.

„ტესლამ“ Volkswagen-ს გადაუსწრო, ეს უკანასკნელი 26-ე ადგილიდან 33-ზე გადავიდა და ყველაზე ძვირადღირებულ ავტომწარმოებელთა შორის მე-4 პოზიციას დასჯერდა. მისი ღირებულება 41 მილიარდი დოლარია. ლიდერთა ხუთეულს Mitsubishi ასრულებს, მისი ღირებულება კი 39,7 მილიარდია.

შემდეგია გერმანული BMW (39-ე ადგილი და 37,9 მილიარდი დოლარი) და Porsche (46-ე ადგილი და 33,7 მილიარდი დოლარი), ორივე ბრენდმა რეიტინგში 10 პოზიცია დაკარგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები