LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს” – პატრიარქი პრემიერ-მინისტრს

95

დღეს ილიაობაა, როგორც პატრიარქმა სადღესასწაულო წირვაზე განაცხადა, ეკლესია დღეს სამი ილიას დღესასწაულს აღნიშნავს. სიონის საკათედრო ტაძარში მსახურებას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

„მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით და ილოცეთ ჩვენთან ერთად, წმინდა ილია წინასწარმეტყველი ძლიერი წმინდანია, თვით სახელში ორჯერ არის ნახსენები ღმერთი (უფალი ჩვენი ღმერთი) თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, – მიმართა ილია მეორემ მთავრობის წევრებს, რის შემდეგაც ისინი ამბიონზე მიიწვია.

სადღესასწაულო მსახურებას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებთან ერთად ესწრებოდნენ.