დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ურჩევს, ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებზე დრო არ დაკარგოს.
თეთრი სახლის ლიდერმა რექს ტილერსონს Twitter-ის საშუალებით მიმართა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მოვლენების ყოველგვარი განვითარებისთვის მზადაა.
დონალდ ტრამპმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სახელმწიფო მდივანმა ოფიციალურ ფხენიანთან პირდაპირი კონტაქტის დამყარების შესახებ ისაუბრა.