LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი ჩრდილოეთ კორეას „ცეცხლითა და მრისხანებით” ემუქრება

89

თუ ფხენიანის მხრიდან სერიოზული საფრთხე გაჩნდება, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას ცეცხლით ემუქრება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თეთრი სახლის ლიდერის კომენტარი Pyongyang-ის მიერ ივლისში წარმოებულ ბირთვულ ჯავშანტექნიკას მოჰყვა.

ცოტა ხნის წინ, ფხენიანი ვაშინგტონს, ბირთვული იარაღის გამოყენებით, „მწარე გაკვეთილს“ დაჰპირდა. ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ აშშ მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა:

უმჯობესია, ჩრდილოეთ კორეა აშშ აღარ დაემუქროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ცეცხლსა და მრისხანებას შეხვდება, რომელიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს“.

საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპი ობამას ხშირად აკრიტიკებდა, რომ მისი წინამორბედი სირიის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ „წითელ ხაზს“ არ ავლებდა. თავად თეთრი სახლის ახალმა ლიდერმა ჩრდილოეთ კორეასთან საკუთარი ცეცხლოვანი ხაზი უკვე გაავლო.

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g