LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტრამპმა დაიწყო არალეგალი ემიგრანტების გახვეტა ქვეყნიდან… მეც ვიყავი უსაბუთო და ყველაზე კარგად მესმის თქვენი შიშის – ყველა ქართველ, არალეგალ ემიგრანტს ვუსურვებ მალე „გრინ კარტის” აღებას…“: დაიწყო თუ არა მიგრანტების მასობრივი დეპორტაცია ამერიკიდან, რა ინფორმაციას ავრცელებს ცისნამი საყვარლიშვილი

527
ცისნამი საყვარლიშვილი

„ტრამპმა დაიწყო არალეგალი ემიგრანტების გახვეტა ქვეყნიდან. ჩიკაგოში, „ჩაინა თაუნს” დაერია“, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი ავრცელებს.

საყვარლიშვილი, რომელიც წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ მან ყველაზე კარგად იცის ამერიკაში უსაბუთოდ ცხოვრების სირთულეები, რადგან მან როგორც ემიგრანტმა, სწორედ ეს გზა გაიარა:

„ტრამპმა დაიწყო არალეგალი ემიგრანტების გახვეტა ქვეყნიდან. ჩიკაგოში, „ჩაინა თაუნს” დაერია. ამერიკა ემიგრანტების მიერ შექმნილი ქვეყანაა და რასაც ეს კაცი აკეთებს არასწორია.
ყველა ქართველ, არალეგალ ემიგრანტს ვუსურვებ მალე საბუთების გაკეთებას და „გრინ კარტის” აღებას.

მეც ვიყავი უსაბუთო და გამოცდილი მაქვს. ყველაზე კარგად მე მესმის თქვენი შიშის და შეშფოთების. მინდა რომ მაგრად იყოთ“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ტომ ჰომანის განაცხადებით, დაკავებული მიგრანტების რიცხვი მიმდინარე კვირას, შესაძლოა, გაიზარდოს. ჰომანის თქმით, დაკავებები მიმართულია ეროვნული თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველ პირებზე.

აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვინმე კანონსაწინააღმდეგოდ თუ იმყოფება, ის დაკავების რისკის ქვეშ იქნება, რადგან, აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, უკანონოდ ქვეყანაში შესვლა დანაშაულია.

„უკანონოდ თუ იმყოფებით ქვეყანაში, პრობლემა გექნებათ“, – აღნიშნა ჰომანმა.

ტრამპა დაიწყო არალეგალი ემიგრანტების გახვეტა ქვეყნიდან. ჩიკაგოში, “ჩაინა თაუნს” დაერია. ამერიკა ემიგრანტების მიერ…

Posted by Tsisnami Sakvarlishvili on კვირა, 26 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g