„ნეტფლიქსი“ საზოგადოების გაოცებასა და გახარებას აგრძელებს. რაიან მერფიმ, სტრიმინგ სერვისთან თანამშრომლობით ახალი მიუზიკლი, „გამოსაშვები საღამო“ (The Prom) გადაიღო. პროექტს ნამდვილად შეგვიძლია ვარსკვლავური ვუწოდოთ, რადგან მასში ისეთი მსახიობები მონაწილოებენ, როგორებიც მერილ სტრიპი, ნიკოლ კიდმანი, ჯეიმს კორდენი, კერი ვაშინგტონი და ენდრიუ რანელსი არიან. აღსანიშნავია, რომ ფილმი ამავე სახელწოდების მქონე მიუზიკლის მიხედვით გადაიღეს, ის 2016 წელს, ბროდვეის სცენაზე დაიდგა.
რამდენიმე საათის წინ, ტრეილერიც გავრცელდა, თუ ვიდეოთი ვიმსჯელებთ, წინასაახალწლოდ დაუვიწყარი სანახაობა გველოდება. ფილმის პრემიერა 11 დეკემბერს იგეგმება.