LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ თავბრუსხვევა ან გაბრუება, თუნდაც მსუბუქი, დროში გახანგრძლივებულია, შესაძლოა სერიოზული პათოლოგიის ნიშანი იყოს…“ – არსებობს თუ არა ისეთი ტიპის თავბრუსხვევა, რომელიც არ საჭიროებს ექიმთან ვიზიტს და თუ ჩვენ არ ვიცით, თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზი პირველ რიგში ვის უნდა მივმართოთ?

1468
ეკატერინე ხარხელი

თავბრუსხვევის დროს, თუ ჩვენ არ ვიცით, მისი გამომწვევი მიზეზი და ვერ ვახდენთ დიფერენცირებას, პირველ რიგში ვის უნდა მივმართოთ? – ოტორინოლარინგოლოგმა, ნეიროოტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა და პროფესორმა, ეკა ხარხელმა ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ უპასუხა:

„გააჩნია, თავბრუსხვევის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად, არსებობს ინტოქსიკაციით, ანემიით ან თუნდაც, გოგირდოვანი საცობით გამოწვეული თავბრუსხვევაც. როცა ვიცით, რასთან გვაქვს საქმე, სათანადო ზომებს მივმართავთ, ზოგჯერ მიზეზი ბანალურია და მარტივად შეიძლება მისი მოგვარება. ის რაც გაურკვეველია, რასაც ახასიათებს რეციდივი, რაც გამოირჩევა სიმწვავით და  ასოცირებულია სხვა ჩივილებთან, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. ასევე საყურადღებოა ისიც, რომ ზოგიერთი დაავადება ყველა ნიშანს თავიდანვე არ ავლენს, ზოგი სიმპტომი დროის გასვლის შემდეგ იჩენს თავს. შესაბამისად,  არ ვარ უგულებელყოფის მომხრე, იმის, რომ მსგავს პრობლემას ყურადღება არ მივაქციოთ. თუ თავბრუსხვევა ან გაბრუება, თუნდაც მსუბუქი, დროში გახანგრძლივებულია, იგი შეიძლება ძალზედ სერიოზული პათოლოგიის ნიშანი იყოს“, – ამბობს ეკატერინე ხარხელი.

კითხვაზე: „თავბრუსხვევის დროს, თუ ჩვენ არ ვიცით, მისი გამომწვევი მიზეზი და ვერ ვახდენთ დიფერენცირებას, პირველ რიგში ვის უნდა მივმართოთ?“ – პროფესორი პასუხობს:

„პაციენტებმა, ვისაც აქვთ იზოლირებული თავბრუსხვევა ან მასთან ასოცირებული ჩივილები, კერძოდ, ყურების დაგუბება, სმენის დაქვეითება, ყურებში ხმაური, აუცილებლად უნდა მიმართონ აუდიოლოგს და ნეიროოტოლოგს. თუ არის ასოცირებული ნევროტულობა, შფოთვა, დისაუტონომია, მწვავე ან ქრონიკული ნევროლოგიური ჩივილები, აუცილებლად უნდა მიმართონ სათანადო დარგის სპეციალისტებს: ფსიქიატრს, ფსიქოლოგს, ნევროლოგს და ა.შ.“- ამბობს ექიმი.

ინტერვიუ ვრცლად ⤵️

თავბრუსხვევა, ტრიალისა და ვარდნის შეგრძნება – პროფესორი ეკა ხარხელი მიზეზებსა და გამოსავალზე

რა არის თავბრუსხვევა და რა ითვლება თავბრუსხვევის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად, როგორი უნდა იყოს პირველი დახმარება თავბრუსხვევის დროს, როგორ ამოვიცნოთ ვესტიბულური შაკიკი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ოტორინოლარინგოლოგმა, ნეიროოტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა და პროფესორმა – ეკატერინე ხარხელმა ისაუბრა. ქალბატონო ეკა, რა არის თავბრუსხვევა და რატომ წარმოადგენს ის შფოთვის საგანს? პირველ რიგში, […]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g