ამერიკელ ტურისტს ესპანური კიბის მონახულება სიცოცხლის ბოლომდე აუკრძალეს, რადგან გოგონამ საკულტო ღირსშესანიშნაობას სოლიდური ზარალი მიაყენა. ვიდეო და მომხდარის დეტალები Daily mail-მა გაავრცელა.
ინციდენტი იტალიის დედაქალაქში 3 ივნისს მოხდა. შემთხვევითმა გამვლელმა გადაიღო, თუ როგორ ცდილობდა 28 წლის ამერიკელი ტურისტი თავის მეგობართან ერთად ელექტროსკუტერით ესპანურ კიბეზე დაშვებას. ამ დროს მოწყობილობამ რამდენიმე კიბე დააზიანა.
ქუჩის სათვალთვალო კამერის დამსახურებით პოლიციამ წყვილის იდენტიფიცირება შეძლო და მალევე დააკავა. ტურისტები 430 დოლარით დააჯარიმეს და ცნობილი ძეგლის მონახულება სამუდამოდ აუკრძალეს.
წინასწარი შეფასებით მარმარილოს კიბის შეკეთების საფასური 26 ათას დოლარზე მეტია.