LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტმა მსოფლიოს ყველა ქვეყანა მოიარა და პლანეტის ყველაზე კარგი და ცუდი ადგილები დაასახელა

64
Capture

დანიელმა მოგზაურმა ჰენრიკ იეპესენმა, მანამ სანამ 30 წელი შეუსრულდებოდა, მსოფლიოს ყველა ქვეყანა მოიარა. გამოცდილმა ტურისტმა Mirror-ს პლანეტის საუკეთესო და ყველაზე ცუდი ადგილები დაუსახელა.

იეპესენმა აღიარა, რომ ყველაზე მეტად რუანდამ გააოცა. დანიელი ღარიბ აფრიკულ სახელმწიფოს ელოდა, ადგილს სადაც უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია, თუმცა უსაფრთხო და ძალიან სუფთა ქვეყანა დახვდა. ადგილი არაჩვეულებრივი ხალხითა და თვალისმომჭრელი პეიზაჟებით.

გასაოცარი სიურპიზების მეორე ადგილი მოგზაურმა ნიგერიას დაუთმო. ჰენრიკს ამ ქვეყნის შესახებ ბევრი ნეგატივი ჰქონდა მოსმენილი, თუმცა რეალობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. საუკეთესო დანიშნულებად დაასახელა მან ასევე ახალი ზელანდია – საუკეთესო საკვებისთვის და ესტონეთი – სადაც ტურისტს ძალიან ხელმისაწვდომი ფასები და ბევრი ატრაქცია დახვდა.
ზედმეტად გადაფასებულ ადგილთა შორის მან კუნძული ბორა-ბორა გამოყო, რადგან იქ გაბერილი ფასები და საშინელი მომსახურება დახვდა.

დანიელის აზრით ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი ირანში ცხოვრობს, საუკეთესო სამზარეულო კი იტალიაშია.
აღსანიშნავია, რომ იეპესენმა მოგზაურობა 17 წლის ასაკში დაიწყო და პირველი დანიშნულება რომელსაც ის ეწვია კაირო იყო. მოგზაურობაში მან 3 ათასი დღე გაატარა და მოინახულა გაერთიანებული ერების მიერ აღიარებული 193 ქვეყანა, ისევე როგორც მრავალი სადაო ტერიტორია თუ მინიატურული კუნძული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები