LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფალმა გაგაძლიეროთ, მოგცეთ მშვიდობა და ფიზიკური ძალა – ილია მეორე

212

უფალმა გაგაძლიეროთ და მოგცეთ მშვიდობა, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებისას.

დღეს პატრიარქის ანგელოზის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვა აღევლინა. პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ პატრიარქს სინოდის, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით დღევანდელი დღე მიულოცა. მილოცვის შემდეგ პატრიარქმა იქადაგა.

„მე დღეს ბევრი რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ჩემი ნათლულები ძალიან ხმაურობენ, ამიტომ ვერ ვამბობ. წყალობა და მშვიდობა გქონდეთ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით თქვენ და სრულიად საქართველოს. უფალმა გაგაძლიეროთ, მოგცეთ სულიერი მშვიდობა და ფიზიკური ძალა,“ – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g