LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმძიმესი ავარია კახეთში – ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მძიმედ დაშავდა მეუღლე და 7 წლის შვილი

228
ავარია

კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძიმეა დაშავებული 7 წლის ბავშვის მდგომარეობაც.

მედიაში გავრცელებული ცნობით, შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა, რა დროსაც მსუბუქ ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა.

ავტომობილში მყოფი ქალი ადგილზე დაიღუპა, მისი მეუღლე და 7 წლის შვილი კი მძიმედ დაშავდნენ.

დაშავებული მამა-შვილი გურჯაანის „ჯეო-ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ექიმები ამბობენ, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას თბილისში გადაყვანა ესაჭიროება:

„ბავშვის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, თბილისში გადაყვანა სჭირდება. ახლა აქ არის, მაგრამ მალე გვაგზავნით. კვლევებს ვუტარებთ მამამისსაც, რომელსაც ტრავმა ასევე თავის ქალაზე აქვს მიღებული“, – აცხადებენ კლინიკაში.

„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g