LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა იკვებოთ სწორად და ჯანსაღად, რომ წონაში დაიკლოთ – სილამაზის აკადემია

640
გიორგი ჭურღულაშვილი

უნდა იკვებოთ სწორად და ჯანსაღად, რომ წონაში დაიკლოთ – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ფიტნეს ინსტრუქტორმა გიორგი ჭურღულაშვილმა ისაუბრა.

ტკბილი – ერთ-ერთი დიდი პრობლემა კვებაში, რა იწვევს ტკბილის მოთხოვნილებას?

მე რაც არ უნდა იდეალური კვება დავწერო, თუ არ იქნება მონდომება შედეგი ვერ დაიდება. ფსიქოლოგიური მზაობას აქვს დიდი მნიშვნელობა.

ტკბილზე მოთხოვნილება გამოწვეულია მაგნიუმის და თუთიის ნაკლებობა. მაგნიუმის ნაკლებობა სტრესის ბლოკატორია. ტვინი დღის მანძილზე გამოიმუშავებს დოფამინს, დოფამინი არის ნეირომედიატორი თვითრწმენისა და  თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში.  თუ დღის მანძილზე საკუთარი თავის არ ვართ კმაყოფილი დიდი შანსია ტკბილზე მოთხოვნილება გაიზარდოს. შესაბამისად, ჩვენი დღის განრიგი როცა არის წახალისებული, უკვე არის იმის გარანტი, რომ საღამო ისე გავიდეს, რომ ტკბილზე მოთხოვნილება არ გაუჩნდეს. ფსიქოლოგიური განწყობა არის ნომერ პირველი.

კვების დროს, როცა შენი მომხმარებელი იღებს დიდი რაოდენობით ნამცხვარს, როგორ ხდება კვების გაგრძელება?

ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება და აუცილებელია საკუთარი თავის პერიოდულად დავაჯილდოვოთ. ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა არის შემდგომ დღეებში შიმშილი, ვინც ჩემს კვებაზეა, უნდა იცოდეს, რომ გაწერილი განრიგით უნდა გააგრძელოს კვება. მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმი ავაჩქაროთ, მეტაბოლიზმს აჩქარებს ჯანსაღი კვება.

რა უნდა მივიღოთ დილით?

დილის საათებში უმჯობესია ბურღული და ცილა. კენკრა და მოცვი, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის უმნიშვნელოვანესია.  

შიმშილი და დიეტა…

კი არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ გარკვეულ დიეტებს ან შიმშილობენ, ბუნებრივია იკლებენ და სასწორზე ხედავენ კლებას, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რის ხარჯზე ხდება კლება. ასეთ დროს ცხიმი კვლავ რჩება თავის ადგილზე, კლება ხდება კუნთის ხარჯზე, ამიტომ ის შედეგი, რის მიღწევაც ადამიანებს სურთ, ვერ ექნებათ.