LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Universal Music Group-მა და TikTok-მა შეთანხმებას მიაღწიეს

165
TikTok-UMG-736x424

რამდენიმე თვიანი უთანხმოების შემდეგ, Universal Music Group-მა და TikTok-მა შეთანხმებას მიაღწიეს. პლატფორმაზე ლეიბლის მუსიკა ბრუნდება.

კონფლიქტი 31 იანვარს მას შემდეგ დაიწყო, რაც UMG-სა და ,,ტიკტოკს” შორის ლიცენზიის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა.

მომდევნო დღეს გაირკვა, რომ მხარეები ახალ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. შედეგად, TikTok-იდან გაქრა ისეთი არტისტების სიმღერები, რომლებზეც უფლებებს Universal Music Group ფლობს.

არიანა გრანდე, ლედი გაგა, ტეილორ სვიფტი, ბილი აილიში, დრეიკი, ოლივია როდრიგო – ეს იმ შემსრულებლების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ჰიტებს ,,ტიკტოკერების” ადრინდელ ვიდეოებზე ხმა გაეთიშა. ისინი პოპულარულ ტრეკებს, მათ მიერ შექმნილ ახალ ვიდეოებსაც ვეღარ ურთავდნენ.

Universal Music Group-ის ლიცენზირებული მუსიკის ,,ტიკტოკზე” სრულად დაბრუნებას, რამდენიმე დღე დასჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები