LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპასუხისმგებლო განცხადება გვესმის, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციის – სამარცხვინოა სააკაშვილი-გვარამიას და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში ხსენება: ოხანაშვილი ზურაბიშვილზე

97
ანრი ოხანაშვილი

„უპასუხისმგებლო განცხადება გვესმის, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციის – სამარცხვინოა სააკაშვილი-გვარამიას და ბიძინა ივანიშვილის ერთ სიბრტყეში ხსენება“, – ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს.

ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტისთვის ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განმარტა, რომ პრეზიდენტობა მთავრობის ხელმძღვანელობას და საგარეო საქმეთა მინისტრობას არ ნიშნავს, საგარეო კურსზე პასუხისმგებელია მთავრობა და მათ აქვთ განსაზღვრული რას აკეთებენ ევროინტეგრაციის პროცესში“.

სალომე ზურაბიშვილი: დღეს მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და უკრაინაშიც, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი – მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა

ზურაბიშვილი: არ მჯერა, სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი – არ მიმაჩნია, რომ ამ პროცესის წინ წასვლაში ვინმეს უნდა გადავყვეთ: არც სააკაშვილს, არც გვარამიას, არც ივანიშვილს

„პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან მიმართებით რა კომუნიკაციაა, ამაზე პასუხი უნდა გასცეს თვითონ პრეზიდენტმა, რას გულისხმობს და ასევე საქართველოს მთავრობა გასცემს პასუხს. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფოს მეთაურობა არ ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელობას და საგარეო საქმეთა მინისტრობას. საგარეო კურსზე პასუხისმგებელია მთავრობა და მათ აქვთ განსაზღვრული რას აკეთებენ ევროინტეგრაციის პროცესში. ქალბატონ პრეზიდენტს თუ სურს რომ შევახსენოთ, მაშინ შევახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” პირობებში, როცა ის არ იყო მისი წევრი და არც პარლამენტში ყოფილა, “ქართულმა ოცნებამ” შეძლო ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ასოცირების დღის წესრიგი შექმნა პარტნიორებთან ერთად, ამიტომ თუ მას უნდა შევახსენოთ რა აქვს გაკეთებული “ქართულ ოცნებას” ქვეყნისთვის, აი ეს არის ფაქტები. ძალიან დამაზიანებელია და სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის, როცა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება გვესმის ჩვენ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციის, მაშინ როცა ფაქტები მეტყველებს სხვა რამეს. ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა ჩაიხედოს ან ურჩიონ, რომ ჩაიხედოს ევროკავშირის ანგარიშში, რომ საქართველო არის ლიდერი ტრიოს შორის, რასაც ჰქვია ევროკავშირთან დაახლოება. სამარცხვინოა ასევე შეფასება, რომ თურმე კრიმინალი სააკაშვილი და სტრასბურგის მიერ არაერთხელ მხილებული სააკაშვილი-გვარამია უნდა ახსენონ იმავე კონტექსტში, რომელშიც უნდა ახსენონ ბიძინა ივანიშვილი, სამარცხვინოა ერთ სიბრტყეში დაყენება კრიმინალების და იმ ადამიანის, ვინც ხალხს და ჩვენს ქვეყანას კრიმინალებისგან თავი დააღწევინა. ეს არის ფაქტების თავდაყირა დაყენება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ზურაბიშვილმა ფაქტობრივად თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ღალატობს საქართველოს სახელმწიფოს და უსპობს ევროპულ მომავალს: ხათუნა ლაგაზიძე

ზურაბიშვილმა თქვა, რომ მმართველი გუნდის განცხადებებმა დააზარალა საქართველოს ინტერესები და ხაზი გაუსვა მთავრობის უმოქმედობას – ქართული ოცნება საბოტაჟით არის დაკავებული: ნუგზარ წიკლაური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები