ახალგაზრდა, წარმატებული და-ძმის – სოფო და გიორგი ყარალაშვილების შესახებ, შოვში, მათი გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებამ ბევრი რამ შეიტყო.
ნიჭიერ ახალგაზრდებს მეგობრები, ნაცნობები ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან და მათი წარმატებული საქმიანობის შესახებ ბევრს წერენ.
სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს მოქალაქე ნინო ძამაშვილი და წერს, რომ სოფო და გიორგი სამაგალითოები არიან და რომ მათ არავინ, არასდროს დაივიწყებს:
„ინიციატივები და მათი ბოლომდე მიყვანა ნიჭია, რომელიც უხვად გქონდათ. იმდენად უხვად, რომ ამ მცირე ხანში უამრავი კარგი საქმის წამოწყება და დასრულება მოასწარით. მიხარია, რომ თქვენი ცხოვრების დიდი ეტაპი მახსოვს, ნაწილის თანამონაწილე ვიყავი, ნაწილის – დამკვირვებელი.
უფრო მეტად მიხარია, რომ თქვენი გახსენება ღიმილთან, სიკეთესთან, სილაღესთან, გონიერებასთან, მნიშვნელოვან ღირებულებებთან, სწორ გადაწყვეტილებებთან და სავსე ცხოვრებასთან ასოცირდება.
უპირობოდ, სამაგალითოები ხართ. უსაზღვროდ ვწუხვარ, რომ ამდენ ხანს გეძებდით.
მადლობა, რომ საერთო მეგობრებს (და ერთმანეთისთვის უცხო ადამიანებს) იმდენი მოგონება და საქმე დაგვიტოვეთ, რომ ვერასდროს დაგივიწყოთ.
რამდენი ვიცინეთ, სახელი შესაცვლელი არ გაგვიხდესო, მაშინ გავამართლეთ… და თან როგორ?! – მრავალ გზის გამარჯვებულები დავამარცხეთ…
ახლა აღარ ვართ „დაუმარცხებლები“, თუმცა თქვენთან გუნდში ძალიან კარგი იყო. ნათელში იყავით, ცქრიალებო“, – წერს ნინო ძამაშვილი სოციალურ ქსელში.
ინიციატივები და მათი ბოლომდე მიყვანა ნიჭია, რომელიც უხვად გქონდათ. იმდენად უხვად, რომ ამ მცირე ხანში უამრავი კარგი…
Posted by ნინო ძამაშვილი on კვირა, 13 აგვისტო, 2023
„სოფოც აღარ გვყავს” – შოვში დაკარგული სოფო ყარალაშვილის ცხედარი იპოვეს
სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის გიორგი ყარალაშვილიცაა