LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზბეკეთმა ამერიკელი მოგზაურებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა

112
უზბეკეთი

უზბეკეთის მთავრობის დადგენილებით, ამიერიდან აშშ-ის მოქალაქეები უზბეკეთში უვიზოდ მოგზაურობას 30 დღის განმავლობაში შეძლებენ. ეს გადაწყვეტილება ქვეყანას აქცევს ხელმისაწვდომ და კულტურულად მდიდარ მიმართულებად აბრეშუმის გზის, უძველესი ქალაქებისა და ბრუტალისტური არქიტექტურის ძეგლების აღმოსაჩენად.

აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2025 წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უზბეკეთის პრეზიდენტ შავკათ მირზიიოევს შორის სავაჭრო შეთანხმება, რომელმაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, აშშ–უზბეკეთის ურთიერთობა ახალ, უფრო მაღალ დონეზე აიყვანა.

როგორც მაღალრეიტინგული სამოგზაურო გამოცემა Lonely Planet აღნიშნავს, უზბეკეთი, როგორც „რეგიონის კულტურის აკვანი ორ ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში“ და ცენტრალური აზიის „უმთავრესი მიზიდულობის ცენტრი“, ისლამური და საბჭოთა მემკვიდრეობის უნიკალური სინთეზის წყალობითაც, ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სამოგზაურო მიმართულებად ყალიბდება. ის ერთნაირად საინტერესოა როგორც აზიური კულინარიის, ისე თხილამურებით სრიალის მოყვარულებისთვის.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უზბეკეთს უსაფრთხოების პირველი დონის ქვეყნად ასახელებს, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა სიფრთხილის სტანდარტული ზომები უნდა დაიცვან ისევე, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ უსაფრთხო ქვეყანაში ვიზიტისას. ერთადერთი, სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოგზაურებს ურჩევს, თავი შეიკავონ უზბეკეთის სამხრეთით, ავღანეთის საზღვართან მიახლოებისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g