LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ტატიშვილი: „ვიცნობ ასეთ ადამიანებს, მეორე ცოლი, მესამე ცოლი მოუყვანია და მეოთხედ ისევ ის მოუყვანია, ვისაც პირველად გაეყარა…“

179
ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი ჟურნალთან „თბილისელები“ ქართველ ქალებს უცხოელ ქალბატონებს ადარებს და აღნიშნავს, რომ ქართველი ქალებისნაირი არსად უნახავს.

– პაემანზე სახალისო ამბავი თუ გადაგხდენიათ თავს?

– მოვიარე მთელი მსოფლიო. ჩვენნაირი ქალები და ოჯახები არსად არის. ოჯახის გაგება, სტუმრის სიყვარული, საერთოდ ადამიანობის ასე ფართო გაგება იშვიათია, ამას ბევრ ქვეყანაში ვერ ნახავთ და იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში დიდხანს იქნება. ეს მიმაჩნია ჩვენი ქალების ყველაზე კარგ თვისებად. რაც შეეხება ცოლქმრული ღალატის გამო დაშორებას, სერიოზულად არ ვუყურებ. თუ ქალს ან კაცს მოჰბეზრდა მეორე ნახევარი და სხვასთან უნდა ყოფნა, თუ ორ ადამიანს ერთმანეთი მოჰბეზრდა და სულ ჩხუბობენ, ამას ჯობს, დაშორდნენ. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. თუმცა ერიდებიან დაშორებას, ამიტომაცაა, რომ პროცენტულად განქორწინებები ნაკლებია. თან, რომ შევხედოთ, დღევანდელ ქორწილებში რამდენი ფული იხარჯება, მერე როგორია ოჯახის დანგრევა (იცინის). ეს ხუმრობით, მაგრამ თუ ორ ადამიანს ერთმანეთი მოჰბეზრდა, ჩხუბს მართლა დაშორება სჯობს. მერე შეიძლება, ისევ შერიგდნენ კიდეც. მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს. მეორე ცოლი, მესამე ცოლი მოუყვანიათ და მეოთხედ ისევ ის მოუყვანია, ვისაც პირველად გაეყარა. თუმცა, ამდენი ექსპერიმენტიც არ არის საჭირო ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად. შესახედავად უკეთეს ქალს რომ ნახავ, ამის გულისთვის ცოლთან გაყრა არ მიმაჩნია სწორად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g