LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაკვირდები, მამაკაცი როგორ ურთიერთობაშია დედასთან… თუ ის საკუთარ დედას არ სცემს პატივს, არც სხვა ქალს დააფასებს…“ – როგორია ლიზი დარასელიას ოჯახური ცხოვრება

268
ba6f7b74-71bb-4785-9e87-b57e6a872072

მომღერალმა ლიზი დარასელიამ ცოტა ხნის წინ ოჯახი შექმნა. მისი მეუღლე საბა ბალაძე გახლავთ. „თბილისელების“ ინტერვიუდან შეიტყობთ, როგორი მეოჯახეა ლიზი, როგორ უმკლავდება პასუხისმგებლობებს და რა დიდი გეგმები აქვს შემოქმედებითი თვალსაზრისით.

ლიზი დარასელია: ვერ ვიტყვი, რომ ოჯახური ცხოვრება მარტივია. დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. აქამდე მიჩვეული ვიყავი, რომ ყველაფერს დედა მიკეთებდა, ახლა უკვე ყველაფრის კეთება მე მიწევს. მეუღლეს სამსახურის გამო თავის რეჟიმი აქვს და ყველანაირად ვცდილობთ, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ. სახლის საქმეებს მე ვაკეთებ. ასევე, გვყავს დამლაგებელი, რომელიც კვირაში ერთხელ ან ორჯერ გვეხმარება, გააჩნია სახლის მდგომარეობას (იცინის). მეც საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მაქვს და შესაბამისად, ყოველთვის თვითონ ვერ ვახერხებ დალაგებას.

– როგორი ადამიანია შენი მეუღლე, რამ მოახდინა შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

– პირველ რიგში, რასაც მე მამაკაცში ყურადღებას ვაქცევდი, ადამიანობა იყო. თუ ჩვენში ადამიანობა და სიკეთე არ იქნება, ისე ყველაფერს წერტილი ესმევა. მე ასე ვფიქრობ. რაც შეეხება ურთიერთობას, მე ვაკვირდები, მამაკაცი როგორ ურთიერთობაშია დედასთან. თუ ის საკუთარ დედას არ სცემს პატივს, არც სხვა ქალს დააფასებს.

– თვითონ რას ამბობს, რით მოიხიბლა შენში?

– ყოველთვის მეუბნებოდა, ისეთი ხასიათი გაქვს, როგორიც გოგოში მომწონსო. არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ როგორც მეუბნებოდა, ძალიან თბილი და კეთილი ვარ. მაქვს სიყვარულის უნარი, რაც ვფიქრობ, ბევრს არ შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g