LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენა საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე კომფორტული ქალაქია

53
favoriten-vienna-shopping-street

2022 წელს საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქი ვენა გახდა. The Guardian-ის ინფორმაციით, ავსტრიის დედაქალაქს საპატიო წოდება economist intelligence unit-ის ყოველწლიური რეიტინგით მიენიჭა.

ვენა ამ ტიტულს წელს უკვე მესამედ იღებს. ლიდერი პოზიცია ქალაქს სტაბილური პირობების, კარგი ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის ძლიერი სისტემის და კულტურის სფეროში არსებული შესაძლებლობების დამსახურებით აქვს გამყარებული.

რეიტინგის შემდეგი ადგილები – კოპენჰაგენმა (დანია), ციურიხმა (შვეიცარია) და კალგარიმ (კანადა) გაინაწილეს.

გარდა ამისა, საცხოვრებლად კომფორტულ ქალაქთა სიაში მოხვდა – ფრანკფურტი (გერმანია), ჟენევა (შვეიცარია), ამსტერდამი (ნიდერლანდები), ოსაკა (იაპონია) და მელბურნი (ავსტრალია).

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო კიევი სიაში წელს საერთოდ არ შეიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები