ვენაში მდებარე ერთ-ერთ ბორდელში ვაქცინაციის პუნქტი გახსნეს და ყველას ვინც Covid-19-ის ვაქცინას გაიკეთებს, 30 წუთიან უფასო სეანსს აჩუქებენ.
ავსტრია პანდემიის მორიგ ტალღას ებრძვის, სწორედ ამიტომ მწვანე პასპორტის გარეშე ქვეყანაში გადაადგილება თითქმის შეუძლებელი ხდება.
თუკი რესტორნების, ბარების, სალონებისა თუ სხვა დაწესებულებების მონახულების შესაძლებლობა აცრისთვის საკმარისი მიზეზი არ იქნება, 18 წელს მიღწეული პირების წახალისებას ბორდელით შეეცდებიან.
ვენის ბორდელი ვაქცინაციის პროცესს თავადვე უზრუნველყოფს, რამეთუ პანდემიის გამო კლიენტთა 50% დაკარგა და თავისუფალი დრო საკმარისზე მეტი აქვს. ვაქცინაციის გაზრდით კი კლიენტთა რაოდენობაც უნდა გაიზარდოს.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ ეტაპზე ავსტრიის მოსახლეობის 64%-ს აქვს გაკეთებული.