LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვგრძნობ, რომ ნერვიულობისგან ავად ვხდები“ – მედიაში ანჯელინა ჯოლის პირადი მიმოწერა გავრცელდა

3439
page

ანჯელინა ჯოლის პირადმა შეტყობინებებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის დაძაბულობასა და ემოციურ მდგომარეობას, რომელიც მან ყოფილ მეუღლესთან, ბრედ პიტთან, მრავალწლიანი სასამართლო დავის ფონზე განიცადა.

მედიაში 50 წლის ოსკაროსანი მსახიობის წერილები გავრცელდა. 2021 წლის მაისში, ბიზნეს-მენეჯერთან მიმოწერაში, ჯოლი ამბობდა, რომ იმ პერიოდში პირად და პროფესიულ ცხოვრებაში მძიმე სტრესს განიცდიდა.

„მჭირდება, რომ თავიდან ავიცილო ნებისმიერი სტრესი. ვგრძნობ, რომ ნერვიულობისგან ავად ვხდები. უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ მივიღო მეტი მხარდაჭერა და აღარ გავაგრძელო ურთიერთობები, რომლებიც სტრესს მიყენებს“, – წერდა ჯოლი.

გამოცემა People-ის ცნობით, პიტი ექს-მეუღლეს, „შატო მირაველის“ საქმეში 35 მილიონ დოლარს ედავება. იურიდიული დოკუმენტების მიხედვით, მისი ადვოკატები ჯოლის წარმომადგენლებს მტკიცებულებად იმავე წელს გაგზავნილ შეტყობინებებს მიაწოდებენ.

ახალი დეტალები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ღრმა და ემოციურად მტკივნეულია იურიდიული ბრძოლა, რომელიც ჯოლისა და პიტის ურთიერთობის დასრულების შემდეგაც გრძელდება.

ბრედ პიტი ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის პი­რა­დი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ნახ­ვას ითხოვს – „ბრანჯელინას“ ომი გრძელდება

ცნობისთვის, 2021 წელს ანჯელინა ჯო­ლიმ თა­ვი­სი 64-მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წილი რუს ბიზ­ნეს­მენს, იური შიფ­ლერს მიჰ­ყი­და.

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების ახალი დეტალები გაამხილა და მისგან 33 000 დოლარი მოითხოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები