აშშ-ში, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში (Los Angeles International Airport), სამგზავრო თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ძრავში ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
შემთხვევა მოხდა ავიაკომპანია United Airlines-ის რეისზე, რომელიც ლოს-ანჯელესიდან ნიუ იორკში მიფრინავდა. თვითმფრინავი Boeing 787-9 Dreamliner აფრენიდან მალევე დაბრუნდა აეროპორტში, როდესაც ეკიპაჟმა ძრავში ხანძრის შესახებ სიგნალი მიიღო.
თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა, რის შემდეგაც ბორტზე მყოფი 250-ზე მეტი მგზავრი და ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ გამოიყვანეს. ადგილზე სწრაფად მივიდნენ სახანძრო და საგანგებო სამსახურები.
კადრებში ჩანს, როგორ ეშვებიან მგზავრები გასაბერი ლეიბებით და შორდებიან თვითმფრინავს, რომლის ერთ ძრავიდან ბოლი ამოდის. საბედნიეროდ, ინციდენტი სერიოზული დაზიანებების გარეშე დასრულდა.
შემთხვევის მიზეზს ამჟამად აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია იძიებს.