ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის, „ნოესთან“ სტუმარი მომღერალი და მსახიობი გიორგი გილიგაშვილია.
როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, ემოციურ ინტერვიუში მსახიობი, რომელიც დიდი ხანია ეკრანებზე არ გამოჩენილა, წამყვანს თავისი ჯანმრთელობისა და სულიერი მდგომარეობის შესახებ უყვება:
„კითხვაზე როგორ ხარ, ვამბობდი ლეგენდარულად ღმერთით თქო, ახლა ამ სიტყვას იშვიათად ვამბობ რაღა დაგიმალო…
ავთვისებიანი კარცინომა დამიდგინეს, ვთქვი გავამზადო ჩემი თავი ბოლო ჟამისთვის…
ეს იყო საყვარელო კაცო, რომელმაც შენმა დედის მიმართ გრძნობამ დამაწერინა, ეს იმხელა იყო, რომ არ აღმომეთქვა არ შემეძლო…“ – ეუბნება ნოეს გიორგი გილიგაშვილი.
🎬 კვირას, 16 მარტს – გიორგი გილიგაშვილი | #ნოესთან 22:30🎬 კვირას, 16 მარტს – გიორგი გილიგაშვილი | #ნოესთან 22:30
Posted by Noe Sulaberidze • ნოე სულაბერიძე on ორშაბათი, 10 მარტი, 2025