LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბენ აფლეკთან ჩახუტების შემდეგ, ჯონ მილერი ჯენიფერ გარნერს ულტიმატუმს უყენებს

189
page

ჯენიფერ გარნერის პარტნიორმა მამაკაცმა, ჯონ მილერმა მას ულტიმატუმი წაუყენა. როგორც ირკვევა, ჯენის და მისი ყოფილი მეუღლის, ბენ აფლეკის დამაინტრიგებელმა ფოტოებმა და ვიდეომ, რომელშიც ბენი მას ეხუტება, მასზე ნეგატიურად იმოქმედა.

ახლა ჯენიფერ გარნერი არჩევანის წინაშე დგას, შეინარჩუნოს არსებული ურთიერთობა ჯონთან, რომელსაც 2018 წლიდან ხვდება, თუ დაუბრუნდეს ბენ აფლეკს, რომელთანაც მას სამი შვილი ჰყავს.

„ჯონმა იცის, რომ ჯენისა და ბენს არანაირი რომანი არ აქვთ, მეტიც, ის მუდამ მხარს უჭერდა მათ ცივილურ ურთიერთობას, თუმცა, ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა ვიდეომ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ის თვლის, რომ ყოველივე ეს მათი ურთიერთობის შეურაცხყოფაა. ამიტომ ის სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. ჯონი მსგავს ქმედებას ვეღარ აიტანს და თუ ასეთ რამ განმეორდება, იძულებული იქნება, ჯენიფერ გარნერს დაშორდეს“, – განუცხადა წყარომ გამოცემას.

„ჯონ, არ დაუთმო ჯენი ბენს“ – ჯენიფერ გარნერის შეყვარებული შოკის მომგვრელი ვიდეოს გავრცელების შემდეგ პირველად გამოჩნდა

ფოტო/ვიდეო: ხელს ხვევს და სექსუალურად ეხუტება – ჯეი ლო ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის უახლესი ვიდეოთი შოკირებულია

ცნობისთვის, გარნერმა მილერთან რომანი ბენ აფლეკთან ოფიციალურად განქორწინების შემდეგ, 2018 წელს დაიწყო. 2020 წელს წყვილს პაუზა ჰქონდა, თუმცა მათ ურთიერთობა მალევე აღადგინეს.

გახშირებული შეხვედრები და „მესიჯობა“ – ჯენიფერ გარნერის შეყვარებული თავს ზედმეტად გრძნობს – რა ხდება ექს-მეუღლეებს შორის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები