LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბევრს ვიცინოდით“ – ბენ აფლეკთან ინტიმური სცენების გადაღების შემდეგ ლინა ესკო აღფრთოვანებული დარჩა

223
page

მსახიობმა, ლინა ესკომ გაამხილა, რომ ბენ აფლეკთან ინტიმური სცენების გადაღების დროს ისინი სიცილს ვერ იკავებდნენ და რომ ის აღფრთოვანმებულია ბენით.

40 წლის მსახიობმა აღიარა, რომ ახალი კრიმინალური თრილერის, The Rip-ის გადაღებებისას, სექსუალური სცენები მათთვის საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა.

„ბევრს ვიცინოდით, უბრალოდ ორი ცანცარა ვიყავით, რომლებიც სულელობდნენ. ბენი ძალიან თბილი, მარტივი და გულწრფელი ადამიანია, მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. იშვიათია ასეთ ადამიანებს შეხვდე, ვისთანაც ყველაფერი ასე მარტივად გამოდის. გადაღებებზე ძალიან მსუბუქი და მშვიდი ენერგია სუფევდა“, – აღნიშნა ვარსკვლავმა.

ცნობისთვის, ფილმი The Rip მაიამელი პოლიციელების ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მილიონობით დოლარის ფარულ მარაგს აღმოაჩენენ. აღმოჩენა ნდობის კრიზისს იწვევს.

აფლეკმა და მეთ დეიმონმა ფილმის პროდიუსერობაც ითავეს. პროექტის პროდიუსერია ასევე დეიმონის მეუღლე, ლუსიანა.

ბენ აფლეკი ჯერ ჯენიფერ გარნერთან თეატრში იყო, შემდეგ კი ჯეი ლოსთან ლანჩზე – პაპარაცული ფოტოები

ბენ აფლეკი კვლავ ინტერნეტ „მემედ“ გადაიქცა – 53 წლის მსახიობი ელეგანტური გამოჩენა

ფოტო: „ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ – ბენ აფლეკი უცნობ ქალთან ერთად გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები