LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: BYD-ის გასაიდუმლოებული სიახლის უცნაური ტესტირება ჩუმად გადაიღეს

109
fEq5-1068x602

კომპანია BYD-მ თავის ახალ პროტოტიპს კიბის ავლა აიძულა. გამოცემა Sina, რომელმაც ტესტის პაპარაცული ვიდეო გაავრცელა, ვარაუდობს, რომ ეს დაბრკოლება ჩინეთის მთაზე არსებულ ცნობილ „ციურ კიბეს“ იმიტირებს – Heaven’s Gate Stairway. მათი აზრით, ავტომობილი შესაძლო Yangwang U8-ის ახალი მოდიფიკაცია იყოს.

ტესტის სტენდის დანიშნულებაზე მიანიშნებს ერთ-ერთი საინფორმაციო დაფა, რომელიც კადრში მოხვდა. სტენდის გვერდით ჩანს მრიცხველი რიცხვით 1289 – სავარაუდოდ, სწორედ ამდენი მცდელობა უკვე განახორციელა პროტოტიპმა. კიბეზე, როგორც ჩანს, ამოწმებენ ძალური სისტემის კომპონენტების კოორდინირებულ მუშაობას, ძალის განაწილების სისტემების კალიბრაციას და მსგავს ტექნიკურ პარამეტრებს.

თავად SUV-ის შესახებ ჯერჯერობით თითქმის არაფერი არის ცნობილი. შენიღბული კორპუსის ფორმა ძალიან ჰგავს Yangwang U8-ს, თუმცა დიზაინის ზოგიერთი ცვლილება მიანიშნებს, რომ კონცერნი შესაძლოა ამზადებდეს სპეციალურ ვერსიას – ალბათ უფრო ძლიერი გამავლობის შესაძლებლობებით. დიდი ალბათობით, სიახლის პრემიერა 5 მარტს გაიმართება სპეციალურ ღონისძიებაზე – BYD Tech Day.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები