ნუცა ბუზალაძემ მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
როგორც ნუცამ აღნიშნა, ის აპირებს საკუთარი სუნამოს გამოშვებას და ასევე ტანსაცმლის ხაზის, რომლის დიზაინერიც თავად იქნება.
ამასთან, ნუცამ აღნიშნა, რომ ის 3 დღეში აშშ-ში მიემგზავრება.
„ჩემი ერთთვიანი დასვენება დამთავრდა. 3 დღეში მივფრინავ ისევ. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ალბომის გამოშვება, ალბომი იქნება ინგლისურენოვანი, სიმღერები სპეციალურად ჩემთვის დაიწერება, ერთად უნდა ვიმუშაოთ,“ – აღნიშნა ნუცამ.
