ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი გადაცემაში “ჩვენი ოჯახი” ქართული ფეხბურთისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.
ნონა გაფრინდაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს წარმატებები უსურვა.
“ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი მაისური გამომიგზავნა. თქვენ ახლა ლიონელ მესიზე მეკითხებოდით და წარმოიდგინეთ, ახლა ეს ორი მაისური ერთმანეთის გვერდითაა. ღმერთმა ქნას, [ხვიჩას მესისნაირი] მიღწევები ჰქონოდეს. დღეს რომ მკითხოთ, “ბარსელონა – ნაპოლის” მატჩზე ვისკენ იქნებითო, არც დავფიქრდები ისე ვიტყვი “ნაპოლის”, იმიტომ რომ იქ ხვიჩა თამაშობს. მე მინდა ვუსურვო ჩვენს ნაკრებს, რომ იმ სიმაღლეზე ასულიყვნენ, რის მოლოდინშიც ჩვენი ხალხია. ქართულმა ფეხბურთმა ეს ნამდვილად დაიმსახურა”, – საუბრობს ნონა გაფრინდაშვილი.
ამავე თემაზე:
ნონა გაფრინდაშვილი: „სანამ ცოცხალი ვარ, ვითამაშებ! ასაკი ხელს არ მიშლის…“
ბრძოლა მორიგი ტიტულისთვის – ნონა გაფრინდაშვილი სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს