LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ერთადერთი კომპლექსი მქონდა – ჩაცმის, იმიტომ, რომ მე პროექტში მეორადებში ნაყიდი ტანსაცმლით გამოვედი და დღეს მეორადები ტრენდად იქცა“ – ბარბარა სამხარაძე

305
2024-11-27_22-48-33_892743

ბარბარა სამხარაძე ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის „სხვა ნანუკას“ სტუმარია, რომლის ეთერშიც საკუთარი ჩაცმის კომპლექსის შესახებ გვიყვება.

მომღერლის თქმით, 2015 წელს ნიჭიერის სცენაზე, სადაც მთელი საქართველო გააოცა, მეორადებში ნაყიდი ტანსაცმლით გამოვიდა.

,,ერთადერთი კომპლექსი მქონდა – ჩაცმის. იმიტომ, რომ მე პროექტში მეორადებში ნაყიდი ტანსაცმლით გამოვედი და დღეს მეორადები ტრენდად იქცა, მე კი ეს ყველაფერი 2015 წელს მაკომპლექსებდა.

ჩემმა დამ როდესაც უნივერსიტეტში ჩააბარა, მას შემდეგ ექსკურსიაზე აღარ ვყოფილვარ. არ ვითხოვდი. ერთადერთი ეკლესიაში დავდიოდი და მხოლოდ სანთლის საყიდელი ფული მინდოდა“, – საუბრობს ბარბარა სამხარაძე.

ვიდეო: „ჩვენ შევეცდებით, შენ გახდე ქართველი ადელი…“ – რის ოპერაციას იკეთებს ბარბარა სამხარაძე ნანუკა ჟორჟოლიანის დახმარებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g